parket1

საამორტიზაციო ბალიშები

 დღესდღეობით ძნელია წარმოვიდგინოთ თანამედროვე სპორტული იატაკი საამორტიზაციო სისტემის გარეშე. დამარბილებელი ფენა საშუალებას გვაძლევს სპორტსმენების მიერ გადმოცემულ ენერგიის თანაბრად გადანაწილებას იატაკის ზედაპირზე ზემოქმედების დროს, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციის გადახრას და უმატებს შეკუმშვის წინააღმდეგობას მაღალი დონის დატვირთვის დროს. ეს ხელს უწყობს ვიბრაციის ჩახშობას. რის შედეგადაც მცირდება დატვირთვა სპორტსმენის სახსრებზე, მატულობს მეცადინეობის კომფორტი და იზრდება შედეგიანობა.
კომპანია „LextanSport“-ის სპეციალისტების მიერ ხორციელდება სპორტული სისტემებისათვის საამორტიზაციო ბალიშების შემუშავება და წარმოება თანამედროვე პოლიმერული მასალების და ინოვაციური თექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენ გთავაზობთ ამორტიზატორების ფართო არჩევანს, რომლებს აქვთ სხვადასხვა სიმაღლე და შესაძლოა ჰქონდეთ ნებისმიერი სიმყარე, რომელიც საჭიროა დამკვეთს. ეს მათი გამოყენების საშუალებას აძლევს სხვადასხვა დონის დატვირთვებისათვის სპორტის ყველა სახეობებში. ქვემოთ წარდგენილი საამორტიზაციო რეზინების სიმყარე შესაძლოა იყოს 50-დან 70-მდე ერთეულების ფარგლებში შორ-ის მიხედვით.
 
skype: lextansport
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.