parket1

მოდულის ასაწყობ-დასაშლელი იატაკის სისტემა «SPEED-FLOOREVENT»

Модульная система пола «SPEED-FLOOREVENT»

მოდულის ასაწყობ-დასაშლელი იატაკის სისტემა «SPEED-FLOOREVENT» ეს არის მობილური საიატაკო საფარი ნებისმიერი ზედაპირების დაცვისათვის და გამოყენების უსაზღვრო სპექტრის მქონე სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებისათვის. ეს იატაკი არ მოითხოვს სპეციალურ რემონტს და იდეალურად სწორ საფუძველს. საფარის დაგება შესაძლებელია სხვადასხვა ზედაპირებზე და ამასთანავე თავდაპირველი იატაკის უმნიშვნელო უთანასწორობის დამალვა. კონსტრუქცია აღჭურვილია მსუბუქი და მყარი ალუმინის საკეტით, რომლის გამო დამცავი საფარის მონტაჟი და დემონტაჟი შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის ჯერ. მაღალი სიმტკიცის ფანერის ფენას შეუძლია გაუძლოს როგორც სტატიკური ასევე დინამიური დატვირთვა. ასევე წყალგაუმტარი წებოვანი შეერთება საშუალებას აძლევს მოდულების დროებით გამოყენებას გარეთაც.

საკეტისებრივი შეერთების დაპატენტებული ტექნოლოგიის გამო, თითოეული პანელი სწრაფად და საიმედოდ ფიქსირდება. ამგვარად დამცავი საფარის აწყობა ადვილად შესაძლებელია რამოდენიმე საათში განსაკუთრებული უნარის და ინსტრუმენტების გარეშე. ზედაპირული ფენის სხვადასხვა ვარიანტების, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენების შესაძლებლობა ამ საფარს ხდის უნივერსალურს როგორც სპორტული მიზნებისათვის, ასევე გამოფენების, ბაზრობების, კონცერტების, ფესტივალების ორგანიზებისათვის და ა.შ.

skype: lextansport
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.